
სულხან თამაზაშვილმა გიორგი ცინცაძე ადგილობრივ მხარდამჭერებს წარუდგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ადგილობრივ მხარდამჭერებს ქალაქ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე წარუდგინა. ინფორმაციას მთავრობის თავმჯდომარე საკუთარ სოციალურ გვერდზე ავრცელებს.
მისი თქმით, გიორგი ცინცაძე მაქსიმუმს გააკეთებს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის.
„დღეს, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ადგილობრივ მხარდამჭერებს ქალაქ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე წარვუდგინე. გიორგი ცინცაძე პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანია, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის აქტიურად იყო ჩართული როგორც ბათუმის, ასევე რეგიონის განვითარების სტრატეგიის შექმნაში.
დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით ის მაქსიმუმს გააკეთებს ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის “ – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.