
By
სულხან თამაზაშვილმა ზაზა დიასამიძე ადგილობრივ მხარდამჭერებს წარუდგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ხელვაჩაურში ადგილობრივ მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე წარუდგინა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მას სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. როგორც ხელვაჩაურის მოქმედი მერი, იგი მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით უძღვება თავის საქმიანობას.
დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა წარდგენისას.