
By
სულხან თამაზაშვილმა ირაკლი ცეცხლაძე ადგილობრივ მხარდამჭერებს წარუდგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე წარუდგინა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ირაკლი ცეცხლაძე დაიბადა და გაიზარდა ქობულეთში. მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა მნიშვნელოვან თანამდებობებს, 2025 წლის მაისიდან დღემდე კი ასრულებს ქობულეთის მერის მოვალეობას.
დარწმუნებული ვარ, ირაკლი ცეცხლაძე შეძლებს ღირსეულად უხელმძღვანელოს მუნიციპალიტეტს და გახდეს მყარი საყრდენი ადგილობრივი მოსახლეობისთვის“ , – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა წარდგენისას.