18 C ბათუმი
Saturday 14th June 2025
სულხან თამაზაშვილმა კახა გულედანს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო
By

სულხან თამაზაშვილმა კახა გულედანს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ მუნიციპალიტეტებში კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას.

შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიაა რეგიონი ოთხივე სეზონზე იყოს ტურისტული მიზიდულობისა და ეკონომიკური აქტივობის ცენტრი. მნიშვნელოვანია, რომ კეთილდღეობა და შესაძლებლობები, რომელიც იქმნება აჭარაში, თანაბრად გადანაწილდეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე.

შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • ივნისი 6, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *