სწავლა განახლდა
By

სწავლა განახლდა

დღეს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ხარისხიანი განათლების მისაღებად ბავშვებს ყველა პირობა აქვთ შქმნილი. საქართველოს განათლების სამინისტროს ხელშეწყობით, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით. პირველკლასელებსა და მათ დამრიგებლებს პორტაბელური კომპიუტერები დაურიგდათ. დღეიდან ყველა სკოლისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ჟურნალი, რაც მასწავლებლებს ხელს შეუწყობს, ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების დასწრება და შეფასება, ხოლო მშობლებს ყოველდღიურად ჰქონდეთ ინფორმაცია მათ შვილებთან დაკავშირებით სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ყველა სკოლა ინტერნეტიზებულია და ჩართულია ერთიან საგანმანათლებლო ქსელში.

მიმდინარე სასწავლო წელს მომზადებული შეხვდა ჩვენი რეგიონიც. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს ექვსივე მუნიციპალიტეტში სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე, 15-მდე საჯარო სკოლის მშენებლობა, ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდება. ახალი სასწავლო წლისთვის აჭარაში 72 244 მოსწავლე, მათ შორის, 6152 პირველკლასელია.

 

 

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *