By
სწავლება მიზანს მიაღწევს
ქედის მუნიციპალიტეტში 14 სკოლამდელი დაწესებულებაა, სადაც 255 ადამიანია დასაქმებული. ბაგა-ბაღის გაერთიანების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო სფეროში ჩართული თანამშრომლებისთვის სწავლება ჩატარდა. მისი მიზანი ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ბაგა-ბაღებში მომუშავეთათვის თანასწორი და უსაფრთხო გარემოს შექმნა, ასევე, ბავშვის უფლებების დაცვა იყო.

სწავლებას ევროპის სამართლის მაგისტრი სალომე კარალიძე უძღვებოდა, რომელსაც ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი აიშე თებიძე და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახური უფროსი ეკატერინე ქაჯაია ესწრებოდნენ.
ცოტნე ცაბაძე