18 C ბათუმი
Thursday 19th June 2025
სწრაფი და ხელმისაწვდომი კომუნიკაცია მოქალაქეებთან
By

სწრაფი და ხელმისაწვდომი კომუნიკაცია მოქალაქეებთან

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, მოქალაქეებთან სწრაფი და ხელმისაწვდომი კომუნიკაციის მომსახურების გამარტივებისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, განცხადებების მიღებას რამდენიმე საჯარო არხით – სოციალური ქსელი https://www.facebook.com/BatumiMunicipalInspection, ცხელი ხაზით – 0800 000 810 (შიდა ნომერი 3), კანცელარია (MS DOC ფორმატით) ელექტრონული ფოსტა – Batumi.inspection@gmail.com ახორციელებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის შექმნიდან დღემდე, 21 357 შეტყობინებაზე, ინსპექციის კომპეტენციისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ოფიციალურად განხორციელდა რეაგირება.
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში დამატებით სპეციალური ცხელი ხაზიც მოქმედებს. მოქალაქეებს პარკირებასა და ევაკუაციასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე შეუძლიათ დარეკონ 595 001 307 (მუშაობს ყოველდღე 09:00-18:00), აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევაზე კი 598 851 520 (მუშაობს 24/7-ზე).

  • No Comments
  • ივნისი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *