ტიტე აროშიძე უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდის წევრებს შეხვდა
By

ტიტე აროშიძე უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდის წევრებს შეხვდა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდის წევრებს შეხვდა და მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ინფორმაციას ბსუ-ის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბსუ-ის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი ,,ქართული ლიგა 2025“-ში მონაწილეობდა, სადაც საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან 21 საუნივერსიტეტო გუნდი ასპარეზობდა. ფინალურ ტურში, 31 მაისს, ბსუ-ის გუნდმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და გამარჯვება მოიპოვა.
ბსუ-ის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს აერთიანებს. ისინი ასპარეზობენ სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის, ახალგაზრდობის სააგენტოს კონკურსში „სტუდფესტი-2025“, სადაც მეორე ადგილი დაიკავეს.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *