ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს
By

ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს

თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას 8 აგვისტომდე  არ დათანხმდება, ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობტანკერების “ჩრდილოვანი ფლოტის” მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს –  ამის შესახებ Financial Times კრემლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს მანამდე ტრამპმა პუტინისთვის მიცემული 50-დღიანი ვადა 10-12 დღემდე შეამცირა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მშვიდობისკენ ვერანაირ პროგრესს ვერ ხედავდა. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნულ გამოცემას დაუდასტურა, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების საკითხი ოთხშაბათს მოსკოვში, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის სტივ უიტკოფის ვიზიტის შედეგებზეა დამოკიდებული.
„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგებით დაბრუნდება უიტკოფი. თუ ის ყოველგვარი შედეგის გარეშე დაბრუნდება, მაშინ ტრამპი გაბრაზდება“, – აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილე ანა კელიმ განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტომდე უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ დონალდ ტრამპი „მტკივნეულ სანქციებს“ დააწესებს.

 

  • No Comments
  • აგვისტო 6, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *