
By
ტრამპი და პუტინი ერთმანეთს შესაძლოა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეხვდნენ
უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვედრას გეგმავენ. გამოცემა Sky News-ის ცნობით, შეხვედრის ყველაზე სავარაუდო ადგილი არაბთა გაერთიანებული საამიროებია.
ვლადიმერ პუტინმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან კრემლში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს ადგილი ტრამპთან შესახვედრად ,,შესაფერისი“ იქნებოდა.