
By
ტრენინგ კურსი – როგორ წარმოვაჩინოთ ბათუმი
ბათუმი კინოში – ამ თემაზე დამწყებ გიდებს საინტერესო ტრენინგი ჩაუტარდათ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, კინოდოკუმენტალისტი ოლიკო ჟღენტი მათ იმ ფილმებსა თუ ნაწარმოებების ეკრანიზაციაზე ესაუბრა, რომლებიც ბათუმში, ციხისძირსა და ჩაქვშია გადაღებული.
ცნობისათვის, დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგ-კურსი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მესამე თვეა მიმდინარეობს.
„დამწყები გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეებმა შეისწავლეს, როგორ წარმოაჩინონ ბათუმი, როგორც კინემატოგრაფიის ქალაქი და გაუწიონ მათ პოპულარიზაცია ტურისტებთან. პარალელურად, გიდები ბათუმის ძველი ბულვარის პრაქტიკულ ტურსაც დაესწრნენ “, – ნათქვამის დეპარტამენტის ჰმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გალერეა


