ტუბერკულოზის სფეროს პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილეს
By

ტუბერკულოზის სფეროს პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილეს

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრო.
უწყების ინფორმაციით, სხდომაზე ტუბერკულოზის სფეროს პოლიტიკის პრიორიტეტები და გლობალურად ტუბერკულოზის ვაქცინაციისთვის მზადყოფნის საკითხები განიხილეს, ასევე, მიმოიხილეს საქართველოში ტუბერკულოზის დასრულების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები.
განხილვის ერთ-ერთ თემას ტყვიის შემცველობის პრევენცია და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის დანერგვა წარმოადგენდა. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პროცესზე, არსებულ გამოწვევებსა და სისტემის განვითარების პერსპექტივებზე.
სხდომაში პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

  • No Comments
  • მარტი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *