„ტუბერკულოზური ინფექციის მართვა“ – ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის
By

„ტუბერკულოზური ინფექციის მართვა“ – ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე პირველ მოადგილესთან მარი ზანაქიძესთან და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორ ზაზა ავალიანთან ერთად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირველადი ჯანდაცვის ქსელის ექიმებისთვის გამართულ მორიგ შეხვედრას დაესწრო, რომელიც ტუბერკულოზური ინფექციის აქტიურ გამოვლენას, რეფერალის გაუმჯობესებასა და დროულ მკურნალობას ეხებოდა.

– მადლობა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს, საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციას მნიშვნელოვანი პროექტისთვის, რომლის ფარგლებში აჭარის რეგიონში მოქმედი 107 სოფლის ექიმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლო ტრენინგი იმართება. პროექტი ხელს შეუწყობს არაფთიზიატრ ექიმებს, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა ტუბერკულოზური ინფექციის მართვის საკითხებში, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის სახელმწიფო პროგრამების უწყვეტად, მაღალი ხარისხითა და სამიზნე მოსახლეობის მაღალი მოცვით განხორციელებას, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

„ტუბერკულოზური ინფექციის მართვა“ – ამ თემაზე ოჯახის ექიმებისთვის ტრენინგების პირველი ეტაპი აგვისტოში ჩატარდა. შეხვედრების ციკლს უძღვებიან ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის მართვისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსი მარინა ჯანჯღავა და მოადგილე მაია ყიფიანი.

შეხვედრებზე პირველადი ჯანდაცვის ქსელის ექიმები გაეცნობიან ტუბერკულოზური ინფექციის დაავადებაში პროგრესირების რისკის, პრიორიტეტულ ჯგუფებში სკრინინგის ჩატარების და აქტიური ტუბერკულოზის გამორიცხვის შემთხვევაში, მკურნალობის მართვის საკითხებს. ტრენინგების დასრულების შემდეგ, აკრედიტებული მოკლევადიანი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიხედვით, მსმენელები 18 უპგ (უწყვეტი პროფესიული განვითარება) ქულას მიიღებენ.

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *