19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ტურისტული ობიექტების გასაცნობად
By

ტურისტული ობიექტების გასაცნობად

ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –

ხიხანის ციხე, მის შემოგარენში არსებული ტბები, სხალთის ხეობის ტურისტული ლოკაციები, მთა ჩირუხი, იქ მშენებარე ტურისტული ობიექტები, მარეთის ხეობის ისტორიული ძეგლები მოექცევა იმ ჯგუფის ყურადღების არეალში, რომლის შემადგენლობაში არიან საქართველოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტის, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები თინათინ ზოიძე, მამუკა თურმანიძე, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერები ომარ ტაკიძე და ვახტანგ ბერიძე, სამინისტროებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.
როგორც ცნობილია, დაწყებულია და მალე დასრულდება ხიხანის ციხეზე მისასვლელი ბილიკის მოწყობა. ტურისტული ლაშქრობის მონაწილენი ხიხანის ციხესაც დალაშქრავენ. ვრცელ ინფორმაციას ლაშქრობის დასრულებისთანავე შემოგთავაზებთ.

  • No Comments
  • აგვისტო 29, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *