ტყის დიდი ნაწილის აღდგენა-განახლება მუდმივად მიმდინარეობს
By

ტყის დიდი ნაწილის აღდგენა-განახლება მუდმივად მიმდინარეობს

ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყეში ხანძრის გაჩენის რისკიც იზრდება. ამასთან დაკავშირებით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ხელვაჩაურის სატყეო უბანში, აქლემ გორაზე, მეტყევეებს შეხვდა და პრევენციულ ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, აქლემ გორაზე ტყის დიდი ნაწილის აღდგენა-განახლება მუდმივად მიმდინარეობს, 7 ჰექტარზე დღემდე გაშენებულია 7518 ძირი ხე. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ტყეში გადაადგილებისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე და სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“ უფროსი ჯუმბერ აბულაძე ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • ივლისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *