
By
უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, რომელიც დაილუქა.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს დანაშაულის ნიშანს, მასალა, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.