
By
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 21 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა. ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ავრცელებს.
„დღეს ქართული ლეგიონის ბაზაზე მოხდა დივერსიული აქტი, რის შედეგადაც დეტონაციაში მოვიდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც შემოტანილი იყო გაურკვეველი პირის მიერ. ამ შემთხვევამ გამოიწვია ჩვენი მებრძოლის დემეტრე დარჩიას დაღუპვა.
აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კარგად დაგეგმილ ქმედებას, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის დღეს, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება.
შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ გამოძიებას. ამ ეტაპზე სხვა დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის.
„ქართული ლეგიონის“ თითოეული მებრძოლი პატივს მიაგებს დემეტრე დარჩიას ხსოვნას. ვუსამძიმრებთ ოჯახს და ნათესავებს“, – წერია „ქართული ლეგიონის“ განცხადებაში.