19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
უკრაინაში ომის 554-ე დღის ქრონიკა
By

უკრაინაში ომის 554-ე დღის ქრონიკა

ხატია იაშვილი 555 18 48 88 –

ომის 554 – ე დღეს უკრაინაში სარაკეტო იერიშების საფრთხის გამო კიევსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში – ხარკოვში, მიკოლაევში, ჩერკასიში, კიროვოგრადსა და დნეპროპეტროვსკში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა 1 სარაკეტო, 44 საავიაციო და 70 საარტილერიო იერიში განახორციელეს. ფრონტის ხაზის მიმართულებებზე კი 25-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ფრონტის ხაზზე არსებულ მონაცემებს ომის კვლევის ინსტიტუტიც აქვეყნებს და იუწყება, რომ უკრაინის თავდაცვითმა ძალებმა ორი მიმართულებით, ბახმუტსა და ზაპოროჟიეში წინ წაწევა შეძლეს.

  • No Comments
  • სექტემბერი 1, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *