
By
უკრაინა რუსეთის ფედერაციას დრონებით უტევს
უკრაინამ თათრეთის რესპუბლიკაში „შაჰედების“ საცავს დრონებით შეუტია. ცნობას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი სოფლის საწყობში არა მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატები, არამედ უცხოური წარმოების ნაწილებიც ინახებოდა. დრონი ლოგისტიკური ჰაბის შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. უკრაინის დრონებით იერიშზე ინფორმაციას სარატოვის გამგებელიც ავრცელებს. მისი მტკიცებით, ერთ- ერთ საწარმოში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.