უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 32 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს
By

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 32 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს

ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა 49 დრონით დონეცკის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებს, ხოლო „ისკანდერ-მ“ ტიპის რაკეტებით პოლტავის ოლქს შეუტიეს.
„ქვეყნის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით საჰაერო თავდაცვამ 34 სამიზნე ობიექტი ჩამოაგდო, მათ შორის 32 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. რუსული ძალების მიერ დრონების გამოყენებით განხორციელებული დარტყმები 15 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *