უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები
By

უკრაინა და საფრანგეთი იარაღის ერთობლივი წარმოების დაწყებაზე შეთანხმდნენ, რაც კიევის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილება. შეთანხმების შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა, ფრანგ კოლეგასთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ეტაპობრივად გადადის მხოლოდ იარაღის მიწოდებიდან გრძელვადიან და სისტემურ თანამშრომლობაზე.
„ჩვენ მიწოდებიდან გადავდივართ ერთობლივ წარმოებაზე და გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სისტემატურად გააძლიერებს ჩვენს თავდაცვას“, – აღნიშნა ფედოროვმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ იარაღზეა საუბარი და როდის დაიწყება წარმოება. კატრინ ვოტრენმა კი აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
ამ ფონზე, მოსკოვიდან კვლავ კრიტიკული გზავნილები ისმის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მშვიდობამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა.
„არაერთხელ გვითქვამს, არ უნდა აღვფრთოვანდეთ იმით, რაც ხდება. ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპელებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის დამორჩილებას სთხოვს, შეიძლება პოზიტიურად შეფასდეს, თუ მშვიდობის მიღწევა გვინდა, თუმცა ჯერ იქ არ ვართ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მეორე რაუნდი აბუ დაბიში გაიმართა და წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, მისი თქმით, ბირთვული ენერგიის გლობალურ ბაზარზე რუსეთის წამყვანი პოზიცია ამერიკისთვის გამოწვევაა და ვაშინგტონი ამ მდგომარეობის შეცვლას ცდილობს.
დიპლომატიური განცხადებების პარალელურად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. გასულ ღამით რუსეთმა იერიში მიიტანა ოდესის რეგიონში მდებარე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ენერგოობიექტზე ხანძარი გაჩნდა და დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა.
უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთმა ქვეყნის მიმართულებით 125 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, საიდანაც უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ 110 დრონის ჩამოგდება მოახერხა.

  • No Comments
  • თებერვალი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *