უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს
By

უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს

ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, სანაპირო ზოლზე, უნებართვოდ განთავსებული კაფე-ბარებისა და სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა.

სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, ადმინისტრაციული ზედამხედველობის თანამშრომლების ჩართულობით შესრულდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი. ბათუმის ძველი ბულვარის, ცენტრალური პარკისა და გონიოს სანაპირო ზოლის შემდეგ, სამუშაოები ბოტანიკური ბაღის სანაპიროზე გრძელდება.

პროცესი ეტაპობრივად ქალაქის ყველა ლოკაციას მოიცავს.

  • No Comments
  • დეკემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *