ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინას უნდა შეეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა
By

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინას უნდა შეეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა

ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ უკრაინას უნდა შეეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.

„უკრაინას უნდა შეეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე არანაირი შეზღუდვა არ შეიძლება იყოს: იქნება ეს სხვა მესამე ქვეყანასთან თანამშრომლობა თუ მესამე ქვეყნების დახმარება. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის არანაირი შეზღუდვა არ უნდა იყოს. საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლა არ უნდა მოხდეს. ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინამ და მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს. ეს გადაწყვეტილებები არ უნდა იქნეს მიღებული უკრაინის მონაწილეობის გარეშე. ვიდრე უკრაინაში სისხლის ღვრა გაგრძელდება, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააგრძელებს. უკრაინა უნდა გახდეს ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და მოუნელებელია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

  • No Comments
  • აგვისტო 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *