უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველსაყოფად
By

უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველსაყოფად

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ პირველ მოადგილესთან როლანდ მესხთან ერთად, ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მან

დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მათ შორის საუბარი შეეხო ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, საქართველოში უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, აჭარის რეგიონში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად გაძლიერებული რესურსით არიან მობილიზებულები.

„ყურადღება გამახვილდა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებსა და მიმდინარე რეფორმებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია შსს -ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

 

  • No Comments
  • ივლისი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *