უსკოს წევრთა შესარჩევი კონკურსით სამი წევრი შეირჩა
By

უსკოს წევრთა შესარჩევი კონკურსით სამი წევრი შეირჩა

აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნა. სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) სამი წევრი აირჩიეს.

უსკოს წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე ხუთი კანდიდატიდან საკონკურსო კომისიამ ნოდარ მელაძის, ირაკლი გვარჯალაძისა და მარიამ გუგუნავას კანდიდატურები შეარჩია. სამივე უსკოს მოქმედი წევრია.

როგორც დავით გაბაიძემ აღნიშნა, უსკოს წევრთა შესარჩევი კონკურსი პირველად ჩატარდა აჭარის უმაღლეს საბჭოში. მანამდე კონკურსს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აცხადებდა და შერჩეულ კანდიდატებს, შემდგომი პროცედურების გასაგრძელებლად, წარუდგენდა საკანონმდებლო ორგანოს. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და რეგლამენტში ცვლილებების განხორციელების შემდგომ, ეს უფლებამოსილება აჭარის უმაღლეს საბჭოს მიენიჭა.

დავით გაბაიძის განცხადებით, საქართველოში თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უმაღლესი საბჭოს სხდომები 4 ოქტომბრამდე აღარ გაიმართება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. რაც შეეხება, საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებს, ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, სხდომაზე გაკეთდა განცხადებები.

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

  • No Comments
  • სექტემბერი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *