By
უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
ბათუმში, თამარის დასახლებაში, აფხაზეთიდან დროებით დევნილ პირებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდა.
აქციის მიმდინარეობას დაესწრნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი.
ბენეფიციარებს 10-მდე სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდათ. გარდა აღნიშნულისა, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, გადაეცათ აუცილებელი მედიკამენტები.
გალერეა

