18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
By

უჩხოს კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა

ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –

მთიან აჭარაში, კერძოდ, ხულოს მუნიციპალიტეტში, უჩხოს კანიონზე ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრისას მოგზაურებს 12 კასკადოვან ჩანჩქერზე მალე თოკებით დაშვება შეეძლებათ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, უჩხოს მიმართულება არის პირველი კანიონინგის ტურისტული მარშრუტი რეგიონში, რომელიც ტურისტულ პროდუქტებს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. „კანიონის უსაფრთხოდ დალაშქვრაში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს სპეციალურად გადამზადებული ინსტრუქტორები დაეხმარებიან. მნიშვნელოვანია, რომ კანიონინგის ინსტრუქტორებად გიდები უჩხოს ხეობაში შეირჩნენ, რომლებმაც თეორიულ-პრაქტიკული სწავლება სამეგრელოსა და უჩხოს ხეობაში გაიარეს.
პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ENPAD-ის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. უჩხოს კანიონის მომზადებას კი ყველა საერთაშორისო სტანდარტის და გამოცდილების გათვალისწინებით, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წევრი კლუბი ,,კანიონინგი – საქართველო’’ უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
]]>

  • No Comments
  • ნოემბერი 13, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *