უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
By

უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, ჩინეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, პაკისტანის, ეგვიპტის, ისრაელის, კვიპროსის, მაროკოს, ნიგერიის, სომხეთის, უზბეკეთისა და აზერბაიჯანის, ჯამში, 56 მოქალაქე.

უწყების ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

  • No Comments
  • იანვარი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *