უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
By

უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულია თურქეთის, ჩინეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, რუსეთის, ყაზახეთის, იორდანიის, ბანგლადეშის, ტაილანდის, ისრაელის, ლიბანის, სამხრეთ აფრიკის, სუდანისა და სირიის, ჯამში 87 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

  • No Comments
  • იანვარი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *