უხუცესს მოეფერნენ
By

უხუცესს მოეფერნენ

13 შვილი, 33 შვილიშვილი, 79 შვილთაშვილი და 13 შვილთაშვილის შვილი – ამდენს ითვლის შუახევის რაიონის სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრ ზერიფე ზოიძე-მიქელაძის შთამომავლობა. იგი „გმირი დედის“ საპატიო წოდებას ატარებს. ქალბატონ ზერიფეს დაბადებიდან 101 წელი შეუსრულდა. უხუცეს ქალბატონს სახლში ესტუმრნენ და დაბადების დღე მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, მერის მოადგილე გურამ ზოიძემ და ჯანმრთელობა, დღეგრძელობა უსურვეს მას.

შუახევის რაიონში 100 წელს გადაცილებული 10 უხუცესია. მათგან ერთი მამაკაცია, ნენიელი ჯეფერ ქამადაძე, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დაბადებიდან 106 წელი რამდენიმე დღის წინ მიულოცეს.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *