By
უხუცეს ქალბატონს დაეხმარა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე პროფესიით ექიმია. საჯარო მოხელე პროფესიულ მოვალეობასაც არ ივიწყებს. წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელად არჩევის შემდეგ, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ბზუბზუში ყოფნისას სოფლის უხუცესი ქალბატონის ჟუჟუნა ვერძაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. 4 შვილის გამზრდელ დედას, 9 შვილიშვილისა და 8 შვილთაშვილის მომსწრეს, მკურნალობის კურსი დაუნიშნა და საჭირო მედიკამენტების შესაძენი თანხაც დაუტოვა.
– ჟუჟუნას ახლობლებისა და სოფლის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ამირან ცინცაძეს, მიუხედავად დატვირთული სამუშაო რეჟიმისა, დრო გამონახა, უხუცესი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და შესაბამისი დახმარებაც გაუწია,- თქვა რეზი ვარშანიძემ.
ცოტნე ცაბაძე