ფასების კლება აპრილამდეც შესაძლებელია
By

ფასების კლება აპრილამდეც შესაძლებელია

„სამწუხაროდ, ქვეყანაში გამოჩნდნენ მაღალი ფასების მომხრე ადამიანები და მათ გარკვეული პოლიტიკური მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, არ არსებობს საწინააღმდეგო არგუმენტი, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, ფასების დაწევას გარკვეულ პროდუქტებზე. აქ საუბარია არა მხოლოდ სასურსათო პროდუქციაზე, არამედ საწვავსა და მედიკამენტებზეც.

„დღეს კომისიის ფორმატში გვექნება შეხვედრა დისტრიბუტორებთან, ორშაბათს გვექნება მწარმოებლებთან, შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებთან და ბოლოს უკვე საწვავთან დაკავშირებით. სქემა ყველგან ერთი და იგივეა, შესაბამისად, შეგვიძლია ანალოგიური მეთოდით ვიმუშაოთ და ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოს უკვე გარკვეული ხელშესახები შედეგები გვექნება. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ფასების კლება მანამდეც შესაძლებელია, თუნდაც იმ პროცესის განმავლობაში, რომელიც მიდის მთავრობის ადმინისტრაციაში სამთავრობო კომისიის ფარგლებში“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

 

  • No Comments
  • იანვარი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *