ფესტივალის დასკვნით საღამოს ქედამ უმასპინძლა
By

ფესტივალის დასკვნით საღამოს ქედამ უმასპინძლა

ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის სკვერში – საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალის „მუსიკა – ბათუმიდან“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

მსმენელის წინაშე მუსიკოსი ვაჟა ტუღუში, ჯგუფი „The CatFish“ და სხვა შემსრულებლები წარსდგნენ, რომლებმაც დამსწრეთა მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი წელს პირველად გასცდა ტრადიციულ ადგილს და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს წინ მოწყობილი ღია სცენიდან, ქედის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა.

პროექტი 16 აგვისტოს ბათუმიდან დაიწყო, სადაც 4 დღის განმავლობაში, ღია სცენაზე საკუთარი კომპოზიციები წარადგინეს დამწყებმა და ცნობილმა მუსიკოსებმა.

პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, რომლის მიზანი  საავტორო მუსიკის პოპულარიზაცია, დამწყები და ცნობილი ავტორ-შემსრულებლების მხარდაჭერაა.

  • No Comments
  • აგვისტო 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *