
ფესტივალი „განდაგანა“ დასრულდა
ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ დასრულდა. ღონისძიების პირველი დღე ბენდის – „ურსა“ და ზვიად ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნა, მანამდე კი სცენა ინდივიდუალურ შემსრულებლებს, ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ჯგუფებს დაეთმო. ევროპის მოედანზე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტმა მათთვის დამახასიათებელი სამზარეულო და ტრადიციები წარმოადგინა. ტრადიციულად ფესტივალის ტერიტორია საშემოდგომო დეკორაციებით იყო გაფორმებული.
ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სოფლის ნობათის გამოფენა. გაიმართა კულინარიული დუელი და განაახლეს უძველესი, მივიწყებული კოსტიუმირებული რიტუალი „ბერიკა“. ფესტივალის მიზანია სოფლად ტურიზმის განვითარება, ვიზიტიორების დაინტერესება და ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაცია.
„განდაგანა“ 2015 წლიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.