
ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვება
საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის პირველ მატჩში გამარჯვება მოიპოვა, მან პოლონეთის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის 55-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ კუთხურის გათამაშების შემდეგ გახსნა ანგარიში. 73-ე წუთზე მსაჯმა პოლონელების სასარგებლოდ პენალტი დანიშნა. იაკუბ კალუზინსკიმ ზუსტად შეასრულა პენალტი და პოლონელებმა წონასწორობა აღადგინეს.
თამაშის 94-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრების კონტრშეტევა გორდეზიანმა გოლით დაასრულა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს პირველი გამარჯვება და სამი ქულა მოუტანა.
საქართველოს ნაკრები პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში პირველ ადგილზეა. ამავე ჯგუფის მეორე მატჩში საფრანგეთმა და პორტუგალიამ ფრედ – 0:0 ითამაშეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მაისურაძე დასახელდა.
ახალგაზრდული ნაკრები მომდევნო მატჩს 14 ივნისს საფრანგეთის ნაკრებთან გამართავს.
მანანა ძიძიშვილი