ფიდეს ქალთა მსოფლიო თასი – ინდოელ მოჭადრაკეს
By

ფიდეს ქალთა მსოფლიო თასი – ინდოელ მოჭადრაკეს

ბათუმში დასრულდა ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გათამაშება, რომელსაც სასტუმრო „ბელაჯიო“ მასპინძლობდა. მასში 46 ქვეყნის 107 მოჭადრაკე ასპარეზობდა. საქართველოდან შვიდი სპორტსმენი მონაწილეობდა. სამწუხაროდ, ტურნირს ყველა გამოეთიშა.

ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდეს), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ჩატარდა

ღონისძიების მხარდამჭერები საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გახლდათ.

ფინალში ერთმანეთს ინდოეთის წარმომადგენლები – დივია დეშმუხი და ჰამპი კონერუ შეხვდნენ. ხოლო მესამე-მეოთხე ადგილებისთვის ორი ჩინელი მოჭადრაკე იბრძოდა.

პირველი-მეორე ადგილისათვის ძირითადი მატჩი ყაიმით დასრულდა. გაიმართა ტაი-ბრეიქი, რომელშიც დივია დეშმუხმა 1,5 – 0,5 დაამარცხა თანამემამულე და მსოფლიო თასი დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა მსოფლიო თასის მოპოვებით 19 წლის დივია დეშმუხს ავტომატურად მიენიჭა დიდოსტატის ტიტული ვაჟთა შორის.

გამარჯვებულმა სამეულმა ქალ კანდიდატთა ტურნირის საგზური მოიპოვა, რომელიც 2026 წელს გაიმართება.

საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა. პირველი ადგილი – დივია დეშმუხი (ინდოეთი), მეორე – ჰამპი კონერუ (ინდოეთი), მესამე – ტან ჟონგი (ჩინეთი), მეოთხე – ლეი ტინგძიე (ჩინეთი).

ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 691 250 ამერიკული დოლარი იყო,

თასის მფლობელი მოჭადრაკე 50 000 დოლარით დაჯილდოვდა. სხვადასხვა ოდენობის ფულადი ჯილდო მაღალ საფეხურზე მყოფ სხვა მოჭადრაკეებსაც გადაეცა.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივლისი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *