ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცეს
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდინარე სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე უძღვებოდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განიხილეს.
დამტკიცდა შუახევის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც 34 280 000 ლარით განისაზღვრა და 2025 წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით, 3 130 000 ლარით არის გაზრდილი. პროექტის თაობაზე მოსაზრებები გამოთქვეს საკრებულოს წევრებმა: ედნარ კეჟერაძემ, მერაბ დავითაძემ, გურამ ზოიძემ, ფატი ჭაღალიძემ, ედუარდ გოგრაჭაძემ, მერის მოადგილე მირიან აბაშიძემ, მერიის სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ.

ბიუჯეტი გათვლილია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე, რომელთა შორის მთავარია ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
– ფინანსური დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია. იგი შუახეველთა კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. გაგრძელდება სოფლებისა და დაბა შუახევის ცენტრების კეთილმოწყობა, 30-მდე სოციალური პროგრამა ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას,- გვითხრა იაგო დავითაძემ.
ცოტნე ცაბაძე