ფორუმი – „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ფორუმი „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ გაიმართა. მისი მიზანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აგრარული შესაძლებლობების წარმოჩენა, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციის ზრდა, სოფლის მეურნეობის სექტორის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობა, ადგილობრივი აგრომეწარმეების გაცნობა იყო.
ღონისძიება აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ გახსნა და დამსწრეთ აჭარაში აგრარული სექტორის განვითარების პერსპექტივები და დაგეგმილი პროექტები გააცნო. განიხილეს აჭარის აგრარულ სექტორში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები, აგრობიზნესის პერსპექტივები და გამოწვევები, ასევე, სოფლად ტურიზმის განვითარების მიმართულების არსებული ტენდენციები. ფორუმის პარალელურად, აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-13 გამოფენა Agro Batumi 2025 გაიმართა.

ფორუმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
