
ფორუმი – ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფორუმი გაიმართა, რომლის თემაა „ახალგაზრდული მონაწილეობითი პოლიტიკა“. ინფორმაციას ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – ედნარ ნატარიძე; აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე; აჭარის რეგიონში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლებისა და კოლეჯების წარმომადგენლები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები და მთავრობის სხვა წევრები.
„ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას, რომლის მიზანია – ახალგაზრდებმა მიიღონ ინფორმაცია საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობებზე, ასევე, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობაზე, შეძლონ საკუთარი ხედვებისა და ინიციატივების გაზიარება საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები აჭარის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან. მათთან ერთად ჩართული იყვნენ მოწვეული სტუმრები, სამუშაო ჯგუფებში განიხილეს ფორუმის თემატიკასთან დაკავშირებული ხვადასხვა საკითხი და ბოლოს შემაჯამებელი პრეზენტაციები წარადგინეს “, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
გალერეა
