ფორუმი – ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობისათვის
By

ფორუმი – ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობისათვის

 

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად, ახალგაზრდული რეგიონული ფორუმის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.


ფორუმი, რომლის მიზანს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, ასევე, ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობა წარმოადგენს, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში საქართველოს მასშტაბით, საჯარო უწყებებიდან ახალგაზრდული სფეროს 40-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძემ.

 

  • No Comments
  • ივლისი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *