By
ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, ოქროს მედლისთვის დაწესებულია ჯილდო 1 მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის – 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის – 300 ათასი ლარი.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში ასპარეზობენ.