ქართველი მხატვრები – პარიზში
By

ქართველი მხატვრები – პარიზში

აჭარაში მოღვაწე მხატვრებმა გურამ ფუტკარაძემ, მალხაზ კოჩალიძემ, ბექა ბოლქვაძემ, ლუკა ბესელიამ, ეკა ცინცაძემ, სერგო გოგოლაძემ და ირინა ტორონჯაძემ აჭარის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ასევე აჭარის მუზეუმის ორგანიზებით მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფესტივალ ,,ლუვრის კარუსელში“.

გამოფენის გახსნას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში ირაკლი ყურაშვილი, საელჩოს სხვა წარმომადგენლები, მხატვრები და ხელოვნების მოყვარულები დაესწრნენ.
ქართველმა მხატვრებმა ექსპოზიციაზე წარმოადგინეს მრავალფეროვანი თემატიკისა და სტილის ნამუშევრები, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ტრადიცია და თანამედროვეობა, კლასიკა და ექსტრავაგანტურობა. გამოფენა 17 ოქტომბერს გაიხსნა და მისი დათვალიერება პარიზელ აუდიტორიას 19 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლო.
ცნობისთვის, ,,ლუვრის კარუსელი“ პარიზში ყოველწლიურად იმართება და მასში მხატვრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობენ. გამოფენის მიზანია მხატვრების ხელშეწყობა, მათთვის ახალი პროფესიული შესაძლებლობების შექმნა, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა, ასევე, ქვეყანაში შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *