ქართველ გულშემატკივრებს ევრობასკეტზე სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ექნებათ
By

ქართველ გულშემატკივრებს ევრობასკეტზე სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ექნებათ

რიგაში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს ექნებათ, რომლებიც გაფრენამდე თამაშზე დასასწრებ ბილეთს წარადგენენ. სუბსიდირებული რეისები  7 და 8 სექტემბერს შესრულდება, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 7 სექტემბერს დილის 07:00 შესრულდება, ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრებს 8 სექტემბერს დააბრუნებს.

სუბსიდირებული რეისი საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებების თამაშზეა მორგებული, რომელიც 7 სექტემბერს, თბილისის დროით, 16:15 საათზე გაიმართება.

ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს ექნებათ, რომლებიც რიგაში გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის გასამართ თამაშზე დასასწრები ბილეთის წარმოდგენას შეძლებენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენს. სუბსიდირებული ბილეთების შეძენა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს ონლაინპლატფორმა tkt.ge-ზე 15:00 საათიდან შეეძლებათ“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • სექტემბერი 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *