By
ქართული დელეგაციის აშშ-ში ვიზიტს გამოცემა Politico ეხმიანება
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამოცემა Politico ეხმიანება.
გამოცემა სამხარაძეზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა იყო, მას შემდეგ, რაც 2024 წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველო „დემოკრატიულ უკუსვლასა“ და კრემლის მიბაძვაში დაადანაშაულა.
სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოძრაობას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ (MAGA) უერთდებიან ევროპის წამყვანი ნაციონალისტი და მემარჯვენე ლიდერები, რათა გააღრმაონ იდეოლოგიური და სტრატეგიული კავშირები ამერიკელ კონსერვატორებთან როგორც აშშ‑ში, ისე ევროპაში მნიშვნელოვანი არჩევნების წინ.