
By
ქართული ენის სავალდებულო სწავლება – უმაღლეს სასწავლებლებში
ახალი სასწავლო წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში ყველა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის ქართული ენის სწავლა სავალდებულო იქნება. სიახლე, რომელმაც მისი ინიცირების პერიოდში საზოგადოებაში დისკუსია გამოიწვია, ძალაშია და უნივერსიტეტები უკვე შესაბამის პროგრამებს ამუშავებენ. შექმნილია სპეციალური კურსიც, რომელიც ქართული სალიტერატურო ენის ისტორიას, ნორმებს, სტილისტიკას და სხვა საკითხებს მოიცავს. სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო გახდა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლესი დაწესებულებების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, ასევე, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამებზე.