ქართული თაფლის პოპულარიზაციისთვის
By

ქართული თაფლის პოპულარიზაციისთვის

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ქედის მუნიციპალიტეტში, ფერმერ რეზო თურმანიძის საფუტკრე მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე საქმიანობას გაეცნო.

დენის სალუქვაძე ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა და დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მეწარმეები სამინისტროს ხელშეწყობით, მონაწილეობენ სხვადასხვა აგროგამოფენაში, რაც ხელს უწყობს ქართული თაფლის პოპულარიზაციას. რეგიონში შექმნილია ყველა პირობა, რომ გაიზარდოს ქართული თაფლის წარმოება.

ფერმერი რეზო თურმანიძე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბენეფიციარია, საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით, არაერთხელ ისარგებლა საოჯახო მეურნეობების განვიათარების ხელშეწყობის პროგრამით.

მინისტრთან ერთად საფუტკრე მეურნეობაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და ექსტენციონისტები იმყოფებოდნენ.

  • No Comments
  • ნოემბერი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *