ქართული კულტურის ერთგული მსახურებისთვის – პრეზიდენტის სასახლეში  დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
By

ქართული კულტურის ერთგული მსახურებისთვის – პრეზიდენტის სასახლეში  დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით – ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მიღებული ჯილდო მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა.

„კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მადლიერების და პატივისცემის გამოხატვას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის, ქართული კულტურის და ტრადიციების შენარჩუნებას. აჭარა ყოველთვის იყო და არის ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული კერა. მე ამაყი ვარ, რომ ჩვენს რეგიონში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს კუთხეს არამედ თავიანთი შემოქმედებით ყოველდღიურად ამდიდრებენ ქვეყანაში კულტურულ ცხოვრებას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ ამ ღვაწლისთვის, თავდაუზოგავი შრომისა და ამ ღირებულებების მომავალი თაობებისთვის გადაცემისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, კვლავ გავაგრძელებთ ქართული კულტურის მხარდაჭერას და გაძლიერებას,“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

აჭარის რეგიონიდან სახელმწიფო ჯილდოები შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლ „ფესვების“ წევრებს გადაეცათ, მათ შორის ანსამბლის ქორეოგრაფს ბადრი დარჩიძეს, მუსიკოს-აკომპანიატორებს მინდია ბერიძეს და როლანდ ივანაძეს, მოცეკვავეებს: დავით მაკარაძეს, ზვიად ბოლქვაძეს, თამაზ ბერიძეს, ლევან ფუტკარაძეს, მაყვალა ბუჩუკურს, მიხეილ მელიქიშვილს, მიხეილ ფუტკარაძეს, მუხრან დარჩიძეს, ნანული გოგიტიძეს, ნოდარ ქარცივაძეს, ნოდარ დავითაძეს, ნუგზარ ხიმშიაშვილს, რევაზ მჟავანაძეს, რუსუდან დარჩიძეს, შალვა მიქელაძეს, ხასან ხილაძეს, ჯემალ ართმელაძეს, შოთა დიასამიძეს და მიხეილ კაკალაძეს (სიკვდილის შემდეგ).

კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სახელმწიფო ჯილდოები სხვადასხვა პროფესიის ოცდაათ წარმომადგენელს გადაეცა.

კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცეს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას პარლამენტის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

  • No Comments
  • თებერვალი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *