ქართული ღვინო გერმანიაში უფრო პოპულარული ხდება
By

ქართული ღვინო გერმანიაში უფრო პოპულარული ხდება

„2024 წელს საქართველოდან გერმანიაში 1,28 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ამით ბოლო ათი წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტი შვიდჯერ გაიზარდა, მივესალმებით ამ არაჩვეულებრივ პროგრესს“, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

საელჩოში აცხადებენ, რომ ქართული ღვინო უფრო და უფრო პოპულარული ხდება გერმანიაში.

„გერმანელ და ქართველ ხალხს ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთან. მათ შორისაა ღვინისადმი სიყვარული. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქართული ღვინო უფრო და უფრო პოპულარული ხდება გერმანიაში. 2024 წელს საქართველოდან გერმანიაში 1,28 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ეს დაახლოებით 6 მილონი ჭიქა ღვინოა. ამით ბოლო ათი წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტი შვიდჯერ გაიზარდა. მივესალმებით ამ არაჩვეულებრივ პროგრესს“, – ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • აგვისტო 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *