,,ქართული ხმები – მიძღვნა დიდ ბიჭებს“
By

,,ქართული ხმები – მიძღვნა დიდ ბიჭებს“

აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ანსამბლ ,,ქართული ხმების” სოლო კონცერტი გაიმართა. ანსამბლი მსმენელის წინაშე პროექტით ,,ქართული ხმები – მიძღვნა დიდ ბიჭებს” წარსდგა.

მუსიკალური საღამო  ლეგენდარული ,,ქართული ხმების“ უფროს თაობას – დამაარსებლებს, გამორჩეულ წევრებსა და მასწავლებლებს მიეძღვნა,  თაობას, რომელიც წლების განმავლობაში ქმნიდა და ამდიდრებდა ქართულ საესტრადო მუსიკას.

ანსამბლი მსმენელის წინაშე განახლებული რეპერტუარით – ყველასათვის კარგად ნაცნობი და ახალი სიმღერებით წარსდგა. მაყურებელს საშუალება ჰქონდა სცენაზე დამონტაჟებული ეკრანიდან, ვიდეო ფილმების საშუალებით, გაეხსენებინა ლეგენდარული არტისტები და მუსიკოსები – თემურ ქევხიშვილი, ზაურ ბოლქვაძე, გია ჭირაქაძე, გოგი დოლიძე, დათო გოგიაშვილი, გურამ თამაზაშვილი,  ანზორ ერქომაიშვილი…

პროექტის მიზანია ქართული, ტრადიციული პოლიფონიური, ქალაქური და ხალხური სიმღერების დაცვა, განვითარება და მომავალ თაობაში პოპულარიზაცია.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *