ქარხანა ნედლეულს ფერმერებისგან შეუფერხებლად იღებს
By

ქარხანა ნედლეულს ფერმერებისგან შეუფერხებლად იღებს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო.

თანამედროვე ტექნოლოგიის საწარმოში მინისტრთან ერთად, მისი მოადგილე ირმა აფხაზავა და აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე იმყოფებოდნენ.

შპს „აჭარა თხილის“ ქარხანა ნედლეულს ფერმერებისგან შეუფერხებლად ღებულობდა. სეზონზე 300 ტონამდე ნედლეულს გადაამუშავებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, გარდა ადგილობრივი ბაზრისა, ევროპის ქვეყნებშიც ხდება. ამჟამად საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.

როგორც მინისტრმა განაცხადა, უმნიშვნელოვანესია თხილის საექსპორტო წარმოების ხელშეწყობა, რასაც სამინისტრო მომდევნო წლებშიც გააგრძელებს მეთხილე ფერმერების მატერიალური შემოსავლების გასაუმჯობესებლად.

მეთხილეობის სფეროში დარგის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, ბაღის მობილურ შემასხურებელს და თხილის გამრჩევ აპარატს თანადაფინანსების პრინციპით გადასცემს მეთხილე ფერმერებს. მათ საველე პირობებში, სისტემატიურად უტარდებათ აგრარული ექსტენცია.

  • No Comments
  • აგვისტო 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *